სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას ხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას ხვდება. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან განიხილავს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ვითარებას.

"ეს უკვე ნიშნავს ოლიგარქიულ რეჟიმს, სადაც იცი, რომ პარლამენტში არის ოპოზიციური წარმომადგენლობა და სახელისუფლებო წარმომადგენლობა უმრავლესობის სახით, მაგრამ რწმენა, რომ ოპოზიცია, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, დადგება თავის სიმაღლეზე, საზოგადოებაში არ არსებობს. ითვალისწინებენ გასული წლების პრაქტიკას, თუმცა მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ მოხდეს, აქ ხომ ერთ და ორ ხმაზე არ არის საუბარი. თუმცა იქ სადაც ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული აქვს ხელისუფლება და მძიმე ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული, არაფერი არ არის გამორიცხული, სწორედ ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში", -  თქვა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ კვირაში დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანი წითლიძესა და "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.

ოპოზიციონერების განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი