
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უკრაინელი ომბუდსმენის შეშვების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს, თუმცა არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი უნდა იყოს. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიცირებული დახმარების მიღება", [IPN]-განაცხადა შულგამ.