ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა

გამოქვეყნდა:

13 სექტემბრის დილის 10 საათიდან, ესტონეთმა აკრძალა რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნიანი მანქანების შესვლა ქვეყანაში, რითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულა.

 "დღეიდან, ესტონეთი აუკრძალავს შემოსვლას რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას. არ მივესალმებით მათი პრივილეგიებით სარგებლობას,  სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს." წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ გადაწყვეტილებით, ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8 სექტემბერს გამოსცა.

სასაზღვრო პუნქტზე რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანებს ან რუსეთში გააბრუნებენ, ან მის მეპატრონეს საზღვრის კვეთა, მანქანის გარეშე მოუწევს.

რუსულნომრიანი მანქანების თავიანთ საზღვარზე შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ლიეტუვამ და ლატვიამ.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი