"დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე და რა ამით? ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქართულ ოპოზიციაში არიან, ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება? რისი მანიშნებელია?“,
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე