"საგარეოს მიმართეთ" - ბრიტანეთში საქართველოს ელჩი ვიზების გამკაცრებას კომენტარს არ აკეთებს

გამოქვეყნდა:

საგარეოს მიმართეთ- ასე გვპასუხობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფო ქაცარავა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზის აღება დასჭირდებათ. 

ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში და ითხოვენ თავშესაფარს ჩასვლისთანავე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი