უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - ლეიენი

გამოქვეყნდა:

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე? ევროპარლამენტს წლიური მოხსენებით  ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა  ევროკავშირის  ასპირანტ ქვეყნებზე ისაუბრა. 

ფონ დერ ლეიენი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპული გაერთიანების მზაობას რომ 2030 წლისთვის გაფართოვდეს, თუმცა რა შანსები აქვს საქართველოს ბუნდოვანია, რადგან სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო ევროკავშირის წევრად მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრება.

"უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია.

მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა უამრავი ადამიანისთვის საქართველოში.

ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს. უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს" ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი