სრუამში, 30-მდე დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი სურამში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ყოფილი პროფტექნიკურის შენობაში ცხოვრობენ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და შეიძლება ჩამოინგრეს.
თიღვის მუნიციპალიტეტმა დევნილები გასულ წელს ქირით სხვა საცხოვრებელში გადაიყვანეს და უთხრეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ შენობის რეაბილიტაცია მოხდებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. დევნილები ამბობენ, რომ ცუდი პირობების გამო უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.
ყოველდღიურად შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, იმიტომ, რომ არის ჩანგრეული იატაკლი, სააბაზანოები, წყალი ჩამოდის ჰოლებში, საშინელი სიტუაციაა და გაუსაძლისი პირობები. საერთოდ არავინ არ მოსულა, არავის უთქვამს რა არის თქვენი გასაჭირი, ერთი წელი გავიდა უკვე - ამბობ ადგილობრივი.
მათი თქმით, ერთი წელი ისე გავიდა, რომ არაფერი გაკეთებულა. დევნილები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით წერილობით პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრსა და რეგიონის გუბერნატორს მიმართეს. მუნიციპალიტეის წარმომდგენლები, კი შესახლებულ ოჯახებს მოუწოდებენ, რომ ნაქირავებ ბინებში დაბრუნდნენ.