თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით? - ლომჯარია კობახიძე/კალაძეს

გამოქვეყნდა:

"თქვენ თავს არ მოიაზრებთ  ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?", - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კობახიძისა და კალაძის განცხადებებს პასუხობს

"ამ ნომინირებით ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის წარდგენილია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოზე და "ქართული ოცნების" ლიდერები ამის გამო აგრესიას ვერ მალავენ.
Irakli Kobakhidze Kakha Kaladze თქვენ თავს არ მოიაზრებთ  ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

"სად წარადგინეს? ალბათ მომავალში ნობელის პრემიაზე წარადგენენ", - ასე გამოეხმაურა კალაძე ნომინირების შესახებ დასმულ კითხვას.

შეგახსენებთ, ECR Group-მა ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აზრის თავისუფლებისთვის 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი