იგორ ნარმანიას სასამართლოზე მოწმე პოლიციელები არ მივიდნენ - სხდომა გადაიდო

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას სასამართლო პროცესი 28 სექტემბრამდე გადაიდო. პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო კი ის დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სხდომის გადადების მიზეზი მოწმეების არგამოცხადება გახდა. სასამართლოზე პროკურატურის მოწმე პოლიციელები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მოტივით არ მივიდნენ.

იგორ ნარმანია ორი დღის წინ,  მთავრობის ადმინისტრაციასთან იმ დროს დააკავეს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად პრემიერის სკანდალურ ჩარტერულ რეისს აპროტესტებდა. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი