ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯები | "ოცნება" თავს ისევ მტკიცებულებების გარეშე იმართლებს

გამოქვეყნდა:

არცერთი დოკუმენტი, ხარჯთაღრიცხვა ან გადახდის დამადასტურებელი საბუთი - "ქართული ოცნება" თავს მტკიცებულებების გარეშე იმართლებს. ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური ავიარეისის შესახებ უკვე ხუთი დღეა, ცნობილია და ხელისუფლება ზედმეტი განმარტებებით და მტკიცებულებების წარმოდგენით თავს არ იწუხებს.

პარალელურად, ახალ მასშტაბებს იძენს პრემიერის რეპუტაციის გადასარჩენად წამოწყებული კამპანია. ღარიბაშვილის სკანდალის გადასაფარად, შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საქმეც აღიძრას. დირექტივები პროკურატურამ უკვე მიიღო, თუუმცა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, ღარიბიშვილის საქმე, რომელიც აშკარა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს,მარტივად ვერ მიიჩქმალება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი