"არასწორად წარმოაჩინეთ ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან" | პაპუაშვილი OC-მედიას

გამოქვეყნდა:

"თქვენ არასწორად წარმოაჩინეთ ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან, რომელიც გულისხმობდა არა გავლენის მოხდენას ან დასჯას, აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო, არამედ დონორების ინფორმირებას თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ", - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა OC მედიას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

''12 სექტემბრის თქვენს სარედაქციო სტატიაში თქვენ დამადანაშაულეთ, აშკარა მცდელობაში გავლენა მომეხდინა ან დამესაჯა გამოცემა აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო. ამას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო და მინდა განვმარტო, რატომ არის თქვენი განცხადებები პრობლემური თქვენივე დეკლარირებული პრინციპებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თქვენ არასწორად წარმოაჩინეთ ჩემი კომუნიკაცია თქვენს დონორებთან, რომელიც გულისხმობდა არა გავლენის მოხდენას ან დასჯას, აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო, არამედ დონორების ინფორმირებას თქვენი საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ'', - წერს პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი