შავი ზღვის ''მარცვლეულის შეთანხმების'' აღდგენის მიზნით, მომავალ კვირაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
"გადაწყვეტილი მაქვს, ყველაფერი გავაკეთო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად", - განაცხადა მან.
მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერების გლობალურ შეკრებას პირველად დაესწრება.