საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა | ოლივერ ვარჰეი

გამოქვეყნდა:

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა.

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დარჩენილ დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, რადგან სტატუსის მიღება სწორედ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული. 

"საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს ვარჰეი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი