"ივნისში იყო ზეპირი მოხსენება და როგორც იცით ევროკომისიამ ივნისის ბოლოს დაადგინა, რომ სრულად შესრულებულია მხოლოდ სამი [რეკომენდაცია]. მას შემდეგ გავიდა საკმარისი დრო, გარკვეული პროგრესი არის და შემდეგი შეფასება იქნება ზუსტად ერთ თვეში. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მუშაობა უფრო ინტენსიური გახდება და უფრო მეტი პროგრესი იქნება დეკემბრამდე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ყველა პრიორიტეტი ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის დეოლიგარქიზაცია, ასევე მართლმსაჯულების რეფორმა და მედიაგარემოს მდგომარეობა".
თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.