საბაზრო ფასი ზუსტად ისეთივე რეისის, რაც პრემიერმა განახორციელა 110 000 ევროდან 130 000 ევროს ფარგლებშია - დათუნაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მიმოწერა ჰქონდა ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც სპეციალიზებულია კერძო თვითმფრინავების გაქირავებაში. მისი თქმით, კომუნიკაციით ირკვევა, რომ საბაზრო ფასი, თბილისსა და მიუნხენს შორის, ზუსტად ისეთივე რეისის, რაც განახორციელა პრემიერმინისტრმა 110 000 ევროდან 130 000 ევრომდე ფარგლებშია.

"[მიმოწერას] ვაწარმოებდი ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც სპეციალიზებული არის კერძო თვითმფრინავების გაქირავებაში, იმ ტიპის თვითმფრინავების გაქირავებაში, როგორიც არის საქართველოს ბორტი #1. ამ მიმოწერის შედეგად მე დავადგინე ის საბაზრო ფასი, რომელიც შეიძლება ღირებულიყო ფრენა თბილისი-მიუნხენი, ზუსტად იგივე ინტერვალით, 15 ოქტომბერს მაგალითად რომ მომხდარიყო გაფრენა, ფასი ძალიან დიდი რომ არ ყოფილიყო, ცოტა შორს გადავწიეთ, 29 ოქტომბერს უკრან დაბრუნება, თბილისი-მიუნხენი-თბილისი, რა დაჯდებოდა საბაზრო ფასით, კერძო ჯეტი, დაახლოებით იგივე მოცულობის, ცოტა უფრო მატარა მოცულობის ჯეტებზეა ლაპარაკი [...] ასეთი ფრენა, ჩვენ ვთქვით, რომ 12 მგზავრისთვის გვინდოდა, რეალურად ის თვითმფრინავი, რომელიც ატარებს საქართველოს პირველ პირებს არის 30-40 მგზავრიანი, მოკლედ რომ გითხრათ, საბაზრო ფასი ასეთი თვითმფრინავის, ასეთი რეისის, თბილისსა და მიუნხენს შორის, ზუსტად ანალოგიური იმისა, რაც განახორციელა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა, შეადგენს 110 000 ევროდან 130 000 ევრომდე ფარგლებში, საბოლოო ფასი დგინდება მაშინ, როდესაც აეროპორტის მიღების იმ კონკრეტულ თარიღში საფასური და ტარიფი ჯდება", - თქვა თაზო დათუნაშვილმა. 

მისი განცხადებით, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ცდილობს მოსახლეობა მოატყუოს, თითქოს პრემიერის ოჯახმა 34 000 ევრო შეიტანა ბიუჯეტის ხაზიანში. 

"გამოდის, რომ საქართველომ, სახელმწიფომ, ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია, კომერციული მიზნით მიაქირავა თვითმფრინავი კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც გადაიხადა არასაბაზრო ფასი, მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით სადღაც ალბათ 20-30% - თქვა დათუნაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი