გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ოჯახს უთვალთვალებენ. გარდაცვლილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ფონიჭალაში მათ საცხოვრებელ სახლთან შკოდის მარკის მანქანა დადის, რომელიც სურათებს მეზობლებსაც კი უღებს.
ორი დღა სახლთან დარბის შკოდის მარკის მანქანა, კორპუსის გარშემო, იღებს სურათებს, მეზობლებს, მე პირადად. გვიანობამდე დადიან და გვაკვირდებიან, - ამბობს ჯუმებრ ბაჩალიაშვილი.
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს და ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსია მათთვის კატეგორიულად გამორიცხულია.
ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო ეს აქამდე მილიონჯერ იქნებოდა გამოძიებული. აქ ძალიან მაღალი რაგნის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონის მცხოვრებლებს. კომპიუტერზე იყო ფლეშკა, ბაჭულაშვილმა ზუსტად ის ფლეშკა ნახა და გააკეთა პროგნოზი, რომ ჩემი შვილი დიდ შარში და პრობლემებში იმყოფებოდა, - ამბობს გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი.
ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს, 16 აგვისტოს მედისთან თეთრიწყაროს რაინში მცხოვრები ადგილობრივის მიერ მიწოდებული ვიდეო მასალა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ამ მასალით ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა ადგილზე 5 დღის განმავლობაში არ მდგარა და გამოძიების ეს ვერსია სიცრუეა.
ოჯახი ამბობს, რომ 17 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ და კითხვებზე პასუხებს მოითხოვენ.