სიცრუეა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე 5 დღე იდგა - რამიშვილი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში 5 დღის მანძილზე არ მდგარა.

მე გარკვეული პერიოდი ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი რამდენად სიმართლეს ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად ძალიან დიდი სიცრუეა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, არანაირი 5 დღე მანქანა იქ არ მდგარა და ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, ჰყავთ ტერორის ქვეშ. აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც ივაჟკაცა და 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდებდა, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰაყავს, ძაღლი ჰყავს. იქ ავტომობილი არ დგას, არ იდგებოდა იქ 5 დღის განმავლობაში, ამას დრონით გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ამ თემაზე ბაჩალიაშვილის ოჯახი სპერციალურ ბრიფინგს მართავს. რამიშვილმა მედიას აჩვენა მობილურით გადაღებული კადრები, რომელიც აღნიშნულმა ადგილობრივმა მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირი დილით და საღამოს ცდილობდა აღებეჭდა ტერიტორია, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღე იდგა.

რამიშვილის თქმით, ოჯახი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავს და ამ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი