"ყველას, აქედან კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩვენს მეგობრებს ქვეყნის გარეთ, არ აქვს აზრი წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებულ ძალაზე დაყრდნობას. რეალურად, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, დიახ, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს დაჩაგვრას და სხვაზე ნაკლები ქულების დაწერას, და ეს შანსი მათ არ უნდა გაუშვან ხელიდან, როგორც საქართველო იმსახურებს ევროპას, ისე ევროპა იმსახურებს თავის მხრივ, საქართველოს".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.