ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. მთავარი განსახილველი თემა პრეზიდენტის მოახლოებული იმპიჩმენტია. რა პოზიცია ექნება პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას და რამდენად ერთსულოვნები იქნებიან მისი ცალკეულ დეპუტატები საერთო გადაწყვეტილებაში.
პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგშია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნაც და მისი პატიმრობაზე საერთაშორისო გამოხმაურება.
დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განხილვის თემა არ იქნება, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ იგეგმება პარტიისგან დამოუკიდებელი პლატფორმის - ნაციონალური მოძრაობის კომიტეტის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან როგორც პარტიის წევრები, ისე არაწევრები, ის ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს,
აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებენ პარტიის ლიდერებიც. კომიტეტში სავარაუდოდ იქნება გიგი უგულავა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნიკა მელიასთან, თუმცა მისი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.