უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან, ანდრიივკას დასახლება გაათავისუფლეს - თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.

"ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. 

მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.

მალიარმა განმარტა, რომ ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი