სამოქლოა სექტორი ბელარუს ხალახს მხარდაჭერას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" დოკუმენტს ხელს 23 ორგანიზაცია აწერს. ისინი გმობენ ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ მხარდაჭერა გამოხატონ.
მათ უნდათ დემოკრატია, მობეზრდათ ჭაობში ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ითმენდნენ ცუდ რეჟიმს, გაიღვიძა ამ ქვეყანამ, ამ ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი არ დავუჭირთო იმ რეჟიმს, რომელიც ბელორუსშია, - თქვა პლატფორმის წარმომადგენელმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ბელორუსი ხალხის დემოკრატიული გზით განვითარება კარგი არა მხოლოდ მათი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაცაა.
ეს არის დიდი მარცხი რუსეთისა. ამ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური სიჩუმე არის უგუნურობა. ელემენტარული ვალდებულებაა, რომ თუნდაც მოუწოდოს ბელარუსის ამჟამინდელ ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისაკენ, - თქვა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, ის ბრძოლა, რომელიც ბელარუს ხალხს აქვს თავისუფლებისთვის იმსახურებს სოლიდარობას ყველას მხრიდან.
ჩვენ პირველივე დღეებში გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ მხარდაჭერა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, ამიტომ ძალიან დასანანია, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს. არ ვიცი რას ელოდება, რისი ეშინია, - თქვა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.