"ოცნება" NATO-ს წინააღმდეგ | ანტიდასავლური განცხადებების მორიგი ტალღა

გამოქვეყნდა:

ღიად ანტიდასავლური განცხადებების ახალი ტალღა. "ქართული ოცნების" ლიდერები იწყებენ რიტორიკას, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ჯერ კახა კალაძე, შემდეგ ირაკლი კობახიძე და უფრო ფრთხილად სხვა ლიდერებიც - ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას.

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ყველასთვის მოულოდნელად ფაქტობრივად დააანონსა NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე შესაძლო უარი. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ალიანსში წევრობის საკითხი რადიკალურად ხისტად დააყენოს და უარის შემთხვევაში, საერთოდ უარი თქვას დასავლეთის მოკავშირეობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი