"ქართველმა ხალხმა ამ ლაქის ჩამოსარეცხად, ივანიშვილი და მისი კლანი უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას", - ასე ეხმაურებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
"გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დასანქცირდეს ოთარ ფარცხალაძე, ივანიშვილის პირადი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურორი, ოდიოზური ფიქურა, რომელთა მიმართაც ცალსახა აზრია ჩამოყალიბებული საქართველოს საზოგადოებაში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და ამან თავისი გამოხმაურება ჰპოვა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაში", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებს უზღუდავს შესაძლებლობას, დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, აწარმოოს ომი უკრაინაში.
''ამერიკის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოიცავს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კლანის წევრის ოთარ ფარცხალაძეს. ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების უნარი, რომ დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, აწარმოოს ეს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში, რომელსაც უკვე მოჰყვა ძალიან ბევრი ადამინის მსხვერპლი " - ამბობს ჭიაბერაშვილი.
იხილეთ ასევე: