კავშირები რუსეთთან და კრემლის სასარგებლოდ მოქმედება საქართველოში | სახდეპის სანქცია ფარცხალაძეს

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც მუდმივად ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად და "ქართული ოცნების" ჩრდილოვან მმართველად, შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოყვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და პირადად სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სხვა ათობით სანქცირებულისგან განსხვავებით, სახელობითად მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე და მისი რუსი თანამზრახველი დაასახელა. 

სწორედ რუსეთთან კავშირი არის მთავარი, რის გამოც ფარცხალაძე დაასანქცირეს. სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ წერს, რომ ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი კავშირში იყო რუსულ ეფ-ეს-ბეს აგენტთან და მოქმედებდა რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ეს ბრალდება პირდაპირ ნიშნავს კრემლის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებას. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი