სახიფათო ჰესი აჭარაში | შუახევ-ჰესი კრიტიკულ მდგომარეობაშია, კაშხლის კედლებიდან წყალი ჟონავს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" სატირული რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან 4 დღეში შუახევ-ჰესის მმართველი კომპანია თავს იმართლებს, თუმცა უცნაური მეთოდით. კომპანია ''აჭარის წყალი'' ამტკიცებს, რომ შუახევ-ჰესის მთავარი კაშხალიდან წყლის ჟონვა დიზაინით გათვალისწინებული მოვლენაა.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს თავის მართლება კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ჰიდროსადგურს კრიტიკული პრობლემები აქვს. ჰესი ამ დროისთვის მუშაობს, თუმცა ცნობილია რომ კაშხლიდან წყლის ჟონვის გამო კონსტრუქციზე რამდენიმე თვის წინ სარემონტო სამუშაოების მორიგი ეტაპი ჩატარდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი