საქართველოს პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სპეკულაციები არ წყდება. ოპოზიციური სპექტრი ხელს ერთმანეთისკენ იშვერს და დეპუტატებში პოტენციურ გამყიდველებს ეძებენ. პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნება" ხმების მოსაპოვებლად, შესაძლოა რომელიმე ოპოზიცონერს გაურიგდეს.
თუმცა, უკლებლივ ყველა ღიად და ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ "ქართულ ოცნებას" რუსულ თამაშში არ შეჰყვება და პრეზიდენტის წინააღმდეგ არ გაილაშქრებს. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ იმპიჩმენტზე იმსჯელეს.