
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანი ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების დარღვევისთვის გააკრიტიკეს. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ სამმა ევროპულმა ქვეყანამ ოთხშაბათს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
''სამწუხაროდ, ირანის ქმედებები JCPOA-ს ვალდებულებებს და განზრახვებს აშკარად არღვევს'', - ნათქვამია განცხადებაში.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ირანი არ ასრულებდა გამჭვირვალობის ვალდებულებებს.
”IAEA-ს ანგარიშები აჩვენებს, რომ ირანი აგრძელებს გამდიდრებული ურანის დაგროვებას. 5%, 20% და ახლა ყველაზე საგანგაშო 60%. ეს იმას ნიშნავს, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის წონა ახლა 18-ჯერ აღემატება დაშვებულ რაოდენობას.'' - წერია სამი ქვეყნის განცხადებაში
ამის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ 63 ქვეყნის, კიდევე ერთმა ჯგუფმა მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რითაც დაგმო ირანის თანამშრომლობის შეუსრულებლობა უსაფრთხოების შეთანხმებაზე. ასევე ცალკე განცხადებაში აშშ შეუერთდა ევროპულ სამ ქვეყანას, რათა შეახსენოს 4 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.