
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება.
"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს," - თქვა ხუციშვილმა.
მანამდე კი მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა: "გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადავცემთ".
შეგახსენებთ, რომ რაჭაში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა.
8 სექტემბერს კი გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა და გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები. გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.