პუტინი სოჭში ლუკაშენკოს ხვდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხვდება. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობას, უკრაინაში მიმდინარე ომს, კავშირებს ჩინეთთან და ორ ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხო.

როგორც პუტინმა ამ შეხვედრაზე თქვა, "რუსეთში ეკონომიკა სტაბილური და საიმედოა". ასევე, თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკული სფეროს გაძლიერებაზე მუშაობს.

ლუკაშენკომ კი შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს სანქციებამდელ დონეს მიაღწევს. 

ასევე, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების დეტალებსაც მოუყვა. 

ცნობისთვის, 2023 წელს, ეს პუტინისა და ლუკაშენკოს რიგით მეშვიდე შეხვედრაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი