
15 სექტემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 504 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაშავდა 1 123-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 487, ხარკოვის ოლქში - 300, კიევის ოლქში - 129, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 97, ხერსონის ოლქში - 124, ზაპოროჟიეს ოლქში - 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 97, ლუგანსკის ოლქში - 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.