ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, მისი პირადი მცველის თქმით, საქართველოშია. "ქართული ოცნების" ყოფილი გენერალური პროკურორი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება.
რას აკეთებს გრიგოლ ლილუაშვილის უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა? სუს-ი ამტკიცებს, რომ საქმის შესწავლა დაიწყო.
ახლა წესით სახელმწიფო სამსახურებს ფარცხალაძე მინიმუმ გამოკითხვაზე უნდა ჰყავდეთ დაბარებული და მას ქვეყნის დატოვებაც აკრძალული უნდა ჰქონდეს, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით უნდა მიდიოდეს, რაც უცხო ქვეყნისთვის ან ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნაცვლად ამისა ვხედავთ ნულოვან რეაგირებას, უფლებადამცველები ამბობენ, რომ "ოცნების" მტკიცება - ფარცხალაძეს სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვს სუს-ის უმოქმედობით გაქარწყლდა.
ოთარ ფარცხალაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ დაასანქცირა, 24 საათზე მეტია ფაქტი სუს-მა იცის, თუმცა უმოქმედოა.