"ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის და იმ ფაქტზე აპელირებს, რომ ოთარ ფარცხალაძე 10 წელია სახელმწიფო სამსახურში არც ერთ თანამდებობას არ იკავებს. პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომაზე დღეს ის საერთოდ არ უხსენებია.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ის კერძო პირია. დაიწყება გამოძიება თუ არა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი გადასაწყვეტი არაა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას იშველიებენ. სუს-მა თქვა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო, თუმცა კონკრეტულად რა კუთხით, უცნობია.
"ქართული ოცნების" ოპონენტები მოითხოვენ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით აღიძრას.