მეორე დღეა "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ევროპული სტანდარტების შესაბამისად აქვთ გაწერილი, თუმცა დოკუმენტი ჯერჯერობით ისევ არაა გასაჯაროებული. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ გავლენებს ეს გეგმა ვერ შეეხება.
არადა "ქართული ოცნება" პრინციპულად ამტკიცებს, რომ ყველა პუნქტი შემდეგ კვირაში შესრულებული ექნებათ და ევროკავშირს ანამუსებენ, რომ ქვეყანა უსამართლოდ არ უნდა დაისაჯოს.
კვლევა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 84% ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 78% ევროპულ გაერთიანებას ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად მიიჩნევს.
როგორ ცდილობს ხელისუფლება ქვეყანაში პარალელური რეალობა შექმნას და ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს დეტალურად სიუჟეტში ნახავთ.