სკანდალის გადაფარვის მცდელობა თუ ახალგაზრდებზე ზრუნვა - ღარიბაშვილმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულა

გამოქვეყნდა:

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ სამთავრობო ბორტით იმოგზაურა, შემდეგ კი, ამ ამბის გამო ატეხილი აჟიოტაჟის გადაფარვა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 40 მილიონი ლარით სცადა. ღარიბაშვილმა დღეს გადაწყვიტა  სტატუსშეჩერებულ 30 000 სტუდენტის დავალიანება გაუნულოს. 

სტუდენტების ნაწილი ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას მოსყიდვად აფასებს. მათთვის გაუგებარია, რატომ მოუნდა ღარიბაშვილს სტუდენტების დახმარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი შვილი პენსილვანიაში ჩარტერული რეისით ჩაიყვანა და  ამ ყველაფერს ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.  სტუდენტები პრემიერს მოუწოდებენ, დავალიანების განულების ნაცვლად ხელისუფლებამ სტუდენტებისთვის ღირსეულ პირობების შექმნაზე იზრუნოს, რომ ყველას ჰქონდეს ნორმალური განათლების მიღების საშუალება. 

საკუთარი პიარისთვის გადადგმულ პოპულისტური ნაბიჯი - ასე აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას განათლების სფეროს სპეციალისტები და პრემიერს მოუწოდებენ, სტუდენტების პრობლემებით გულწრფელად დაინტერესდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი