"სინოჰიდრომ" 96 მილიონიანი ტენდერი მოიგო - ექსპერტები კორუფციაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი საეჭვო ტენდერი. ჩინმურმა კომპანია "სინოჰიდრომ" ამჯერად 96 მილიონიანი ტენდერი მოიგო. კომპანიამ, რომელსაც უხარისხოდ აქვს შესრულებული სამუშაოები და ხარვეზების გამოსწორება უწევს,   ზარზმა-ხულოს გზის მეორე მონაკვეთი უნდა დააგოს. 

ექსპერტები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უნდა დადგინდეს ტენდერის გამჭვირვალობა, და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის თქმით, "სინოჰიდროს" სახელი არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული და მისივე თქმით, როდესაც ეს კომპანია საქართველოში ტენდერებს იგებს, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოტივიც სწორედ კორუფციაა.


მხოლოდ  მისაღები კორუფციული გარიგება ე.წ "ატკატები" არის გადამწყვეტი ფაქტორი ხელისუფლებისთვის, რაც ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაშიც დადასტურდა - ამბობს ურუშაძე.

"სინოჰიდროში" კი ამბობენ, რო ბრალდებები უსაფუძვლოა, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები ყოველთვის ხარისხიანია, რაც შეეხება შესაძლო კორუფციას, კომპანიაში ამბობენ, რომ ტენდერი საერთაშორისო დონეზე ტარდება და პროცესში საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა ნაკლებადაა შესაძლებელი.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი