ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის გლობალური ომის პარტიის მცდელობა, საქართველო დააზიანოს - ქადაგიშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნება" ფარცხალაძის დასანქცირებასაც "გლობალურ ომის პარტიას" აბრალებს და თვლის, რომ ეს ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავების  ახალ ტალღას გამოიწვევს: 

"ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის სწორედ აი ამ რადიკალური, გლობალური, როგორც ჩვენ ვამბობთ ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს რამდენიმე მიმართულებით. ერთი, რომ ეს ხელს უშლის საქართველოს შიგნით პოლარიზაციის შემცირებას. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება, იწვევს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების ახალი ტალღის წარმოშობას" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი