
ხარკოვის ოლქის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კაცი და ქალი, რომლებიც თავდასხმის დროს მანქანაში იმყოფებოდნენ, ადგილზე დაიღუპნენ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ქალაქს S-300 რაკეტებით შეუტიეს. ხუთმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.