"შავი არწივის" ბრძოლა ბახმუტში - ქართველების ბატალიონი ფრონტის წინა ხაზზე

გამოქვეყნდა:

ქართველი გმირები უკვე წელიწადზე მეტია უკრაინელებთან ერთად რუსულ აგრესიას ებრძვიან. ომობენ მეგობარი ქვეყნის მიწაზე, უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მშვიდობისთვის, ოკუპანტის დასამარცხებლად. შეტევებს იგერიებენ ფრონტის წინა ხაზზე და ყველაზე ცხელ წერტილებში. წარმატებას და სიხარულს, თან ახლავს ქართველი მეომრების დაღუპვით გამოწვეული ტკივილი, თუმცა ფრონტის წინა ხაზს მაინც არავინ ტოვებს. იბრძვიან გამარჯვებისთვის და სიცოცხლის ფასად. უკრაინაში რამდენიმე ქართული დანაყოფია. ბახმუტთან უტევენ რუსულ არმიას ,,შავი არწივის'' მეომრები. დანაყოფი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სხვადასხვა ეროვნების მებრძოლებს აერთიანებს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი