უცხოპლანეტელები დედამიწაზე - რას ყვებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები?

გამოქვეყნდა:

ყუთებში მოთავსებული სხეულები  ხელზე სამი თითითა და წაგრძელებული თავით მექსიკელი ჟურნალისტისა და არამიწიერი სხეულების დიდი ხნის მაძიებლის, ხაიმე მაუსანის მტკიცებით, უცხოპლანეტელებს ეკუთვნის. 2017 წელს პერუში აღმოჩენილი ორი მუმიის ასაკი დაახლოებით 1000 წლისაა.

„არა-ჰუმანოიდი“ არსებების ნეშტები 12 სექტემბერს ამოუცნობი ანომალური ფენომენების შესახებ მექსიკაში პირველად გამართულ კონგრესის მოსმენაზე წარმოადგინეს.მოსმენას სწრაფი საერთაშორისო კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.მაუსანს მსგავსი საკამათო განცხადებები წარსულშიც აქვს გაკეთებული.

ბოლო დროს მსგავსი თემატიკა სულ უფრო აქტუალური გახდა. 28 ივლისს ეს თემა აშშ-ის ამერიკის კონგრესში განიხილეს.  ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხზე სამსჯელოდ ყოფილი სამხედროები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მიიწვია. მოხსენებაზე სამი მოწმე დაკითხეს. საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი, დევიდ გრუში ამტიცებდა, რომ რომ აშშ-ის სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი მფრინავი ობიექტების ნაშთები აქვთ.  მთავრობა კი არამიწიერ სიცოცხლეზე ინფორმაციას 1930-იანი წლებიდან ფლობს.

აშშ-ის საზღვაო ძალების კიდევ ერთმა ყოფილმა პილოტმა კომიტეტს უთხრა, რომ მისი აქტიური კარიერის განმავლობაში ამოუცნობი ობიექტებისა და არსებების შემჩნევა ჩვეულებრივი და ხშირი ამბავი იყო. თემის  გარშემო არსებული სტიგმა კი სპეციალურად არის შექმნილი. ეს მფრინავებს გაჩუმებას აიძულებს. ხელისუფლება კი თვითმხილველების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ შეგნებულად აყენებს.

2020 წელს პენტაგონმა საზღვაო ძალების მიერ გადაღებული სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ფიქსირდებოდა.  თემაზე შეკითხვას ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ასე უპასუხა:

"არის ჩანაწერები, რომლებსაც ვერ ვხსნით. საუბარია ციურ ობიექტებზე და მათ ტრაექტორიებზე. შესაბამისად, ინტერესი გასაგებია".

საკითხს სპეციალური მოხსენებით გამოეხმაურა ნასაც. 16 ექსპერტისგან შემდგარმა კომისიამ  საზოგადოებას აცნობა, რომ არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა კოსმოსური სააგენტო ამოუცნობი ობიექტების საკითხს ძალიან სერიოზულად უყურებს. NASA-ში აღნიშნეს, რომ კვლევებს გააგრძელებენ და ამისთვის სხვა კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ.

ოფიციალური მტკიცებულება პლანეტაზე სხვა ცივილიზაციის არსებობის შესახებ არ არსებობს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ , რომ ჯერ  კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი