
უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკის ბაზა დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში, ზაპოროჟიეს რეგიონში - იტყობინება დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი.
მელიტოპოლის მიმართულებაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, უკრაინის თავდაცვის ძალები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეტევით ოპერაციებს ატარებენ.
უკრაინული მედია The New York Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები, სწორედ ტოკმაკს ასახელებენ სტრატეგიულ მიზნად ზაპოროჟიეს რეგიონში, რადგან ეს ქალაქი ორივე არმიისთვის მნიშვნელოვანი საავტომობილო და სარკინიგზო კვანძია.
მიმომხილველი ოლექსიი ჰეტმანი იტყობინება, რომ რუს ოკუპანტებს ესმით, რომ ტოკმაკის დაკარგვა უკრაინის არმიას გზას გაუხსნის დროებით ოკუპირებულ ყირიმამდე.