უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Buk-M3 გაანადგურეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

შაბათს, 2023 წლის 16 სექტემბერს, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმებით გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Buk-M3 - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი. 

„დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს ორი Buk-M3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „დემილიტარიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინა აღნიშნავს, რომ ორივე საჰაერო თავდაცვის სისტემით, რუსები ცდილობდნენ დაეცვათ ბრიგადის შტაბის მიმდებარე ნაწილები და სადესანტო სამმართველო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი