გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა, განაცხადა. 

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემას იყენებდნენ და დაბომბვა ბელგოროდიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ამასთან, Українська правда-ს ცნობით, გასულ ღამეს უკრაინაში სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. განგაში თავდაპირველად 12 რეგიონში იყო გამოცხადებული, მოგვიანებით კი მთელ უკრაინაში.

როგორც საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რაკეტების ჯგუფი ქვეყნის აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

"დილის 6:52 საათისთვის უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გაუქმდა," - წერს უკრაინული გამოცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი