რუსეთმა უკრაინას "შაჰიდებითა" და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია - უკრაინელებმა 16-დან 12 სამიზნე ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

Українська правда-ს ცნობით, გასული ღამეს რუსეთმა უკრაინას საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტებითა და "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, მათ 16-დან 12 სამიზნე ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმის ძირითადი მიმართულება ოდესის სამხრეთი ნაწილი იყო და რაკეტები სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. ნგრევის, მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

"საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და განადგურების სხვა საშუალებები. მტრის რაკეტები ოდესის ოლქში სამოქალაქო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. [თავდასხმის] შედეგების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციები გაავრცელებენ," - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი