სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაში ჩავიდა. 

ზურაბიშვილმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე, შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან, გამოაქვეყნა.

მისი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, 1 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

მანამდე კი, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი