რუსებმა ხერსონის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს - ხარკოვში კი რაკეტა საწარმოს მოხვდა

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 სექტემბერს გამთენიისას, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. უწყების თქმით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა შენობა. 

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინებუგოვის ინფორმაციით კი, გასულ ღამეს ქალაქ ხარკოვზე მიტანილი რუსული იერიშისას რაკეტა ერთ-ერთ საწარმოს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ხერსონის, ხარკოვის, ბოგოდუხივის, ჩუგუივის, კუპიანისა და იზიუმის ოლქების დასახლებები დაბომბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი