
უკრაინული Forbes-ის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 167 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. აქედან 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერაა განადგურებული.
როგორც გამოცემა ამბობს, რუსეთი სრულმასშტაბიან ომზე ყოველდღიურად დაახლოებით 300 მლნ დოლარს ხარჯავს და სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებას გეგმავს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის ყველაზე დიდი ხარჯებია:
Forbes Ukraine-ის თქმით, ამ გამოთვლაში არ შედის სისტემატური ხარჯები, რომელსაც რუსეთი ხარჯავს თავდაცვაზე, რომელიც სამხედრო მოქმედებებს არ უკავშირდება. ასევე, არ არის დაანგარიშებული ქვეყნის ეკონომიკური დანაკარგი - სანქციებისა და ომის გამო.
ამასთან, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუბლის სწრაფი გაუფასურების შემდეგ, რუსეთის ბიუჯეტისთვის რუსი ჯარისკაცის "ღირებულება" მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2022 წელს ჯამური გადასახადები ერთ მებრძოლზე იყო დაახლოებით $200 დღეში, ამჟამად ეს არის დაახლოებით $120 დღეში.