ბრაზილიის ჩრდილოეთით თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ჩრდილოეთით ამაზონას შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრია. ისინი ბრაზილიელი ტურისტები არიან.

ავიაკატასტროფა ბარსელოს პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრის მოშორებით გუშინ, 16 სექტემბერს, მოხდა.

შტატის გუბერნატორის ვარაუდით, რეგიონში ძლიერი წვიმა იყო და ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, დაჯდომისას დაშვებული შეცდომა გახდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი