იტალიის სამხრეთით სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს იტალიის საჰაერო ძალების, Frecce Tricolori-ის, საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 წლის ბავშვი დაიღუპა. დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ და მშობლებმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.