
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში Twitter-ზე ეხმაურება:
12 წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა, კვლავაც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას და დემოკრატიისკენ ტრანზიციის გზაზე მხარს უჭერს მას. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან სქართველოს არაკანონისმიერ ოკუპაციას - წერს სენატორი.
სენატორი ჯიმ რიში სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს გულშემატკივარია, რომელმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება მათ შორის, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისფლებაზე.