
ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი, რუსების ტყვეობაშია და რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მის შვილს უდასტურებს.
"მე დავუკავშირდი წითელ ჯვარს და მათ მითხრეს, რომ რუსეთის მხარემ მამაჩემი ტყვეების სიაში შეიყვანა. ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა. ზუსტად სად იმყოფება და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უცნობია,"- ამბობს მერის შვილი უკრაინულ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა კოლიხაევი 2022 წლის ივნისში სამუშაო ადგილის ჩხრეკის შემდეგ გაიტაცეს. ამ დრომდე მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.